დაზუსტება ქართველ მეგობრებს: ორბანი თბილისში უნგრეთის მთავრობის სახელით ილაპარაკებს და არა ევროკავშირის - ფიშერი

28.10.24 16:20
დაზუსტება ქართველ მეგობრებს: ორბანი თბილისში უნგრეთის მთავრობის სახელით ილაპარაკებს და არა ევროკავშირის - ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი X-ზე, საქართველოში ორბანის ვიზიტს ეხმიანება და წერს, რომ, როცა ის თბილისში ჩავა, უნგრეთის მთავრობის სახელით ილაპარაკებს და არა ევროკავშირის.

მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიციას შარლ მიშელის და ჯოზეფ ბორელის განცხადებები წარმოადგენს.

ერთი დაზუსტება ქართველ მეგობრებს: როცა პრემიერმინისტრი ორბანი თბილისში ჩამოვა, ის უნგრეთის მთავრობის სახელით ილაპარაკებს და არა ევროკავშირის. ევროკავშირის პოზიციისთვის იხილეთ შარლ მიშელისა და ჯოზეფ ბორელის განცხადებები", - წერს ფიშერი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ჩამოდის.