არა მგონია, მას ევროკავშირის მანდატი ჰქონდეს - სალომე ზურაბიშვილი ორბანის ვიზიტზე
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, DW-ის ჟურნალისტის კითხვაზე: როგორ შეაფასებდა ორბანის ვიზიტს საქრთველოში, ზურაბიშვილმა უპაუხა, ის ჩამოდის მხოლოდ როგორც ამჟამინდელი მმართველი უმრავლესობის მეგობარი.
არა მგონია, რომ მას ევროკავშირის მანდატი ჰქონდეს და ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც პოლიტიკაში კარგად გარკვეულია, აშკარაა, რომ თუ ის ჩამოდის, ის ჩამოდის მხოლოდ როგორც ამჟამინდელი მმართველი უმრავლესობის მეგობარი. ეს მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების ახალი მცდელობაა, მაგრამ ჩვენ ამაზე გამძლეები ვართ“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოდის.