ორბანმა რაც უნდა თქვას ვიზიტის დროს, ის ევროკავშირს არ წარმოადგენს - ბორელი
ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი, რომელიც საქართველოში სავარაუდოდ, მთავრობისთვის მხარდაჭერის საჩვენებლად ჩამოდის, ევროკავშირს არ წარმოადგენს.
ის საქართველოში მიემგზავრება (…), სავარაუდოდ, რომ აჩვენოს მისი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას. ბატონმა ორბანმა რაც უნდა თქვას ვიზიტის დროს, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს“, – ამბობს ბორელი.
შეგახსნებეთ, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 28-29 ოქტომბერს ეწვევა. ინფორმაცია გუშინ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.