ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ - ანა დოლიძე

28.10.24 16:57
ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ - ანა დოლიძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ მათი კოალიცია პარლამენტში შესვლას არც კი განიხილავს.

“ამასთან დაკავშირებით ჩვენთან კითხვები არ არის“, - ამბობს დოლიძე.

რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ. მინდა, შეგახსენოთ, რომ თქვენ წინაშეა პარტია ლელო, რომელმაც 2020 წელს სია ვაჟკაცურად ჩახსნა. მამუკა ხაზარაძეც თავად გავიდა პარლამენტიდან. ამიტომ, ამასთან დაკავშირებით ჩვენთან კითხვები არ არის“,- განაცხადა დოლიძემ