ორბანი უნდა განიხილებოდეს როგორც კრემლის კურიერი და არა ევროკავშირის - პეტრას აუსტრევიჩუსი
ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში უნგრეთის პრმიერის, ვიქტორ ორებანის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება და წერს, რომ ის “რეალურად უნდა განიხილებოდეს, როგორც კრემლის კურიერი და არა ევროკავშირის.“
მისივე თქმით, ევროკავშირის პოლიტიკური ხაზის აღრევა არ დაეხმარება ქართულ საზოგადოებას რუსეთის ჩარევას წინააღმდეგობა გაუწიოს.
ორბანი საქართველოს გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სტუმრობს და რეალურად უნდა განიხილებოდეს როგორც კრემლის კურიერი და არა ევროკავშირის. ევროკავშირის პოლიტიკური ხაზის აღრევა არ დაეხმარება ქართულ საზოგადოებას რუსეთის ჩარევას წინააღმდეგობა გაუწიოს“, - წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსნებეთ, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 28-29 ოქტომბერს ეწვევა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.