სალომე ზურაბიშვილსა და ლიეტუვის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

28.10.24 18:05
სალომე ზურაბიშვილსა და ლიეტუვის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და ლიეტუვის პრეზიდენტს შორის - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ამ დროისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ თემაზე იმსჯელეს სალომე ზურაბიშვილმა და გიტანას ნაუსედამ. 

ცნობისთვის, დღეს, 28 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არაერთ ევროპელ ლიდერს ესაუბრა.