ევროპა ქართველი ხალხის მხარეს უნდა დადგეს, რადგან რუსეთი არ გაჩერდება - ლინკევიჩიუსი

28.10.24 18:21
ევროპა ქართველი ხალხის მხარეს უნდა დადგეს, რადგან რუსეთი არ გაჩერდება - ლინკევიჩიუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროპა ქართველი ხალხის მხარეს უნდა დადგეს, რადგან შვედეთში ლიეტუვის მოქმედი ელჩის განმარტებით, "მსოფლიო ხედავს, რა გამოიწვია უკრაინის დოზირებულმა და ნაწილობრივმა მხარდაჭერამ".

ამასთან, როგორც ლინას ლინკევიჩიუსი წერს, "რუსეთი თავისი იმპერიული ამბიციებით არ გაჩერდება, რადგან მას უკრაინა, მოლდოვა, საქართველო სჭირდება".

ევროპა ცალსახად უნდა დადგეს ქართველი ხალხის მხარეს. ჩვენ ვხედავთ, რა გამოიწვია უკრაინის დოზირებულმა და ნაწილობრივმა მხარდაჭერამ. რუსეთი არ გაჩერდება თავისი იმპერიული ამბიციებით. მათ სჭირდებათ მთელი უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. ისინი უნდა შეაჩერონ!“ , - აღნიშნა ლინკევიჩუსმა.