"საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეშფოთებების განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს" - ნაუსედა

28.10.24 18:28
"საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეშფოთებების განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს" - ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს - გიტანას ნაუსედა პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეშფოთებების განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს".

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ - "მისი წართმევის უფლება არავის აქვს".

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე. საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეშფოთებების განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს. ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ. ლიეტუვა ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას გააგრძელებს. მისი წართმევის უფლება არავის აქვს!“, - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი