იყავით მშვიდად, ნუ შეგეშინდებათ, არ დანებდეთ - როთი ქართველებს
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.
ევროპელი პოლიტიკოსი პლატფორმა X-ზე წერს, რომ კარგად ესმის ქართველი ხალხის იმედგაცრუების, მაგრამ ახლა დანებებისა და უკან დახევის დრო არ არის.
"ევროკავშირმა და მსოფლიომ უნდა გაიგოს თქვენი ხმა და დაინახოს თქვენი სახეები ქუჩებში" - აღნიშნავს როთი და იქვე ამატებს, რომ სწორედ ამ მომენტში თავისუფლებას და დემოკრატიას ქართული საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა სჭირდება.
ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მესმის თქვენი იმედგაცრუების, მაგრამ ახლა სასოწარკვეთის და უკან დახევის დრო არ არის. ევროკავშირმა და მსოფლიომ უნდა გაიგოს თქვენი ხმა და დაინახოს თქვენი სახეები ქუჩებში. ახლა თავისუფლებას და დემოკრატიას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. იყავით მშვიდად, ნუ შეგეშინდებათ, არ დანებდეთ", - წერს მიხაილ როთი.
რუსთაველის გამზირი დღეს ისევ პროტესტის ეპიცენტრი იქნება. მოქალაქეები მასშტაბურ აქციას პარლამენტთან 19:00 საათზე გამართავენ. ხალხი ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გადის. საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ არჩევანი მოპარა.
საპროტესტოა აქცია გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა დააანონსა და 26 ოქტომბრის არჩევნები "რუსულ არჩევნებად" შეაფასა.