მე ვდგავარ ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გადარჩენისთვის ბრძოლაში - უილსონი

28.10.24 19:03
მე ვდგავარ ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით ევროატლანტიკური ინტეგრაციის გადარჩენისთვის ბრძოლაში - უილსონი

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს და აცხადებს, რომ დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გადარჩენისთვის ბრძოლაში მათთან ერთად დგას. 

როგორც ჯო უილსონი ამბობს, გუშინ, სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოპოზიციას შეურთდა და მთელ მსოფლიოს უთხრა, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია. 

"მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", არ გამოიყენოს ძალადობრივი ქმედებები დემონსტრანტების გასაჩუმებლად" - აღნიშნავს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე.

გუშინ, სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ქართულ ოპოზიციას, რათა მთელი მსოფლიოსთვის ეთქვა, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია. ამასთან, ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და პროტესტისკენ მოუწოდა და საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვა იბრძოლოს მათი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გადასარჩენად.

მე ვდგავარ სალომე ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით ამ ბრძოლაში და "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ, არ გამოიყენოს ძალადობრივი ქმედებები დემონსტრანტების გასაჩუმებლად. მსოფლიო გიყურებთ თქვენ", - განაცხადა ჯო უილსონმა.