"ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა... მათ აქვთ უფლება, იცოდნენ რა მოხდა ამ შაბათ-კვირას" - ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს X-ზე ოფიციალური განცხადებით ეხმაურება.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა, ამიტომ მაქთ აქვთ სრული უფლება, რომ იცოდნენ, თუ რეალურად რა მოხდა 26-27 ოქტომბერს.
ქართველი ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა. მათ აქვთ უფლება, იცოდნენ რა მოხდა ამ შაბათ-კვირას.
უფლება, დაინახონ, რომ დარღვევების გამოძიება ხდება სწრაფად, გამჭვირვალედ, დამოუკიდებლად.
რამდენადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროპული ღირებულებების საფუძველია, - წერს ლეიენი.