რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ათასობით ადამიანი ქუჩაში საკუთარი ევროპული არჩევანის დასაცავად გამოვიდა
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ათასობით ადამიანი ქუჩაში საკუთარი ევროპული არჩევანის დასაცავად გამოვიდა.
ადგილზე სცენაა მოწყობილი, სადაც პოლიტიკოსები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები სიტყვით გამოვლენ და მთელ მსოფლიოს საკუთარ ხმას გააგონებენ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს სალომე ზურაბიშვილიც მივა. პრეზიდენტი ქართველი ხალხის გვერდით დადგება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მათთან ერთად გააპროტესტებს.