ოპოზიციამ დიპლომატებს დიპლომატებს სამოქმედო გეგმა გააცნო

28.10.24 19:37
ოპოზიციამ დიპლომატებს დიპლომატებს სამოქმედო გეგმა გააცნო

ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და  საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვედრა დასრულდა. 

სასტუმრო "თბილისი მერიოტიდან" ოპოზიციის ლიდერები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდდებიან. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ელჩებს არჩევნების გაყალბების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

"ვუთხარით ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, როგორ ვაპირებთ დავადასტუროთ ეს მასობრივი გადაწერა შედეგების, რაც მოხდა. თქვენ ხედავთ გამოხმარებას, რომ ფაქტობრივად, არავინ არ ცნობს ამ შედეგებს, რომელიც არის. შეხვედრაზე მოგვისმინეს, კითხვები დასვეს, მათთვის აბსოლუტურად გასაგებია ჩვენი პოზიცია. მათი ფუნქციაა დედაქალაქებს გადასცენ ჩვენი პოზიცია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა კიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ "მთელი საერთაშორისო საზოგადოება ახლა, როგორც არასდროს იქნება ქართველი ხალხის მხარ და მხარ"