ეს არჩევნები გაყალბებული და მოპარულია - პრეზიდენტის ინტერვიუ "დოიჩე ველესთან"
საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა "დოიჩე ველეს" ინტერვიუ მისცა.
ქვეყნის მთავარსარდალმა საერთაშორისო მედიასთან განაცხადა, რომ "გაყალბების რამდენიმე სახის დახვეწილ მეთოდზე" ინფორმაცია მიიღო, რამაც მისივე განმარტებით, გუშინდელი მწვავე განცხადებების გაკეთებისკენ უბიძგა.
სალომე ზურაბიშვილი გავლენიან მედიასთან საუბრის დროს კვლავ აფიქსირებს თავის პოზიციას და ამბობს, რომ არჩევნები მოპარულია.
"არჩევნების ეს ოფიციალური შედეგები ეწინააღმდეგება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ტენდენციებს" - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არასდროს გმობენ არჩევნების შედეგებს ასე მცირე ხნის შემდეგ არჩევნების ჩატარებიდან, რადგან მათ ჯერ უნდა მიიღონ მეტი ინფორმაცია. ჩვენი ადგილობრივი მისიები კი მკაფიოდ აცხადებენ, რომ იყო სერიოზული დარღვევები. მე მივიღე ინფორმაცია გაყალბების რამდენიმე სახის დახვეწილ მეთოდზე, რომლებიც იქნა გამოყენებული და ამან მიბიძგა იმ განცხადების გაკეთებისკენ, რომელიც გუშინ გავაკეთე. არჩევნების ეს ოფიციალური შედეგები ეწინააღმდეგება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ტენდენციებს, მათ შორის პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ, რომელიც აჩვენებს, რომ საზოგადოება უჭერს მხარს პროევროპულ ძალებსა და ევროპულ გზას. ეს არჩევნები იქნა მოპარული და ვფიქრობ, ხალხი კიდევ გამოვა ქუჩებში და დაადასტურებს ამას", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.