ვაგრძელებ არჩევნების შემდგომი გარემოს მჭიდრო მონიტორინგს - ბენ კარდინი

28.10.24 19:44
ვაგრძელებ არჩევნების შემდგომი გარემოს მჭიდრო მონიტორინგს - ბენ კარდინი

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში მიმდიანრე პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს - შესაბამისი განცხადება რამდენიმე წუთის წინ  სენატორმა ბენ კარდინმა გააკეთა.  

"მე გავაგრძელებ არჩევნების შემდგომ გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განვსაზღვრო შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში", - წერს X-ზე ბენ კარდინი.

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხმაურება და  წერს, რომ საარჩევნო დამკვირვებლების ცნობები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია და წინასაარჩევნო პერიოდში “ოცნების“ ქმედებებმა საქართველოს დემოკრატიული პროცესი დააზიანა. 

კარდინი ამბობს, რომ ის პოსტსაარჩევნო გარემოს მონიტორინგსა და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას აქტიურად გააგრძელებს, რათა აშშ-საქართველოს ურთიერთობაში შესაბამისი რეაგირება განსაზღვროს.