პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცნობილია - ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცნობილია - სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
პრეზიდენტმა პროკურატურას ურჩია პოლიტიკურ დაკვეთას თავი დაანებოს და საქმე აკეთოს:
პროკურატურას ვურჩევდი, სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას. პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.
პროკურატურას მივმართავ, ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს და არავინ არ ელოდება პროკურატურისგან დღეს, ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარა პოლიტიკური პროცესები, რომელიც, სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ცხადია, არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას - თქვა სალომე ზურაბიშვილმა უცხოური მედიისთვის გაკეთებულ ინგლისურენოვან განცხადებაში.