"საქართველო უკუსვლით მოძრაობს" - ფიშერი ევროკომისიის ანგარიშზე

30.10.24 22:26
"საქართველო უკუსვლით მოძრაობს" - ფიშერი ევროკომისიის ანგარიშზე

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ევროკომისიის გაფართოების ვრცელი ანგარიშის შესახებ სოციალურ ქსელში წერს - როგორც დიპლომატი ამბობს, "საქართველო უკუსვლით მოძრაობს".

პიტერ ფიშერი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულებისა და ძირითადი უფლებების უპრეცედენტო უკუსვლა აღინიშნება და ამასთან, ჩატარებული არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნისგან მოსალოდნელია

საქართველო უკუსვლით მოძრაობს - მართლმსაჯულებისა და ძირითადი უფლებების უპრეცედენტო უკუსვლა. არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელიც მოსალოდნელია კანდიდატისგან. ევროკავშირის ლიდერები მალე შეხვდებიან შედეგებისთვის", - წერს ფიშერი.

ევროკომისიის გაფართოების ვრცელი ანგარიში ცნობილია - დოკუმენტში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ყურადღების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი იყო.