რა ხდება პრეზიდენტის უარის შემდეგ? - ეკა ბესელიას განმარტება

31.10.24 11:47
რა ხდება პრეზიდენტის უარის შემდეგ? - ეკა ბესელიას განმარტება

 

 

"კონსტიტუცია, რომელიც არის ყველაზე მაღალი იერარქიის კანონი, განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტი ხელშეუხებელია ვიდრე, ის ასრულებს საპრეზიდენტო უფლება-მოსილებას"- ამის შესახებ ეკა ბესელიამ "ტვ "პირველის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს მაგისტრ მოსამართლესთან ან პროკურატურაში ძალით ვერავინ წაიყვანს. 

არანაირი ინტერპრეტაცია არ შეიძლება, როდესაც საუბარია მაგისტრ მოსამართლესთან თუ რომელიმე მოსამართლესთან პრეზიდენტი არ მიდის , ან არ მიდის პროკურატურაში, ვინმეს აქვს უფლება ის იძულებით (წაიყვანოს). იძულებით წარდგენა თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი თემაა, ამის უფლება არავის არ აქვს"- განაცხადა ეკა ბესელიამ. 

იურისტის თქმით, პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება პოლიტიკური პროცესის: 

ამას (პროკურატურის განცხადებას) წინ უძღვის მედვედევის ცნობილი მოთხოვნა, ქართული ხელისუფლების მიმართ, რომ პრეზიდენტი გადააყენეთ და დააკავეთო. ამ განცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე მიწვევა გამოძიების იმიტაციაა, სინამდვილეში კი პოლიტიკური შურისძიების, საზოგადოებაზე ზემოქმედების შინაარსს შეიცავს"- დასძინა ეკა ბესელიამ. 

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცნობილია - სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

პრეზიდენტმა პროკურატურას გუშინ ურჩია, პოლიტიკურ დაკვეთას თავი დაანებოს და საქმე აკეთოს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირკვევა, რომ გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს პრეზიდენტი. უწყების ცნობით, სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში დღეს 31 ოქტომბერსა იყო დანიშნული.

ცნობისთვის, საგამოძიებო უწყებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 ოქტომბერს მიმართა. 

შეგახსენებთ, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე საათში, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  სალომე ზურაბიშვილის დაკავება მოითხოვა.