ეუთო/ოდირის ანგარიშში ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტების ჩაწერა, პრობლემის მასშტაბურობაზე მეტყველებს - დოლიძე
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე მიიჩნევს, რომ ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევაზეა საუბარი, პრობლემის მასშტაბურობაზე მეტყველებს.
"ის, რომ ხმის ფარულობის დარღვევა ეუთომაც დაინახა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამხელა მასშტაბის პრობლემა იყო რეალურად" - ამბობს მესამე სექტორის წარმომადგენელი.
ამასთან, ნინო დოლიძე მოქალაქეების კონსტიტუციური უფლების შელახვაში პასუხისმგებლობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აკისრებს - "ცესკოს უნდა ეზრუნველყო ისეთი საარჩევნო ბიულეტენები, სადაც ეს პრობლემა არ დაფიქსირდებოდა".
ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ეუთოს დამკვირვებლებმაც დაინახეს ეგ და ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნება და ეს არის მათთვისაც სერიოზული პრობლემა. ის პრინციპები, რასაც ჩვენ ვეფუძნებით, არ არის მხოლოდ საქართველოსი, ეს არის საერთაშორისო სტანდარტები. ამიტომ ის, რომ ეს ეუთომაც დაინახა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამხელა მასშტაბის პრობლემა იყო ფარულობის დარღვევა ამ არჩევნებზე. ეს არის სერიოზული პრობლემა. ამიტომაც მოხდა როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციის ყურადღების ქვეშ და ანგარიშებში. ცესკო არის პასუხისმგებელი და იყო პასუხისმგებელი, რომ ისეთი საარჩევნო ბიულეტენის ბეჭდვა უზრუნველეყო, სადაც ეს პრობლემა არ დაფიქსირდებოდა", - ამბობს ნინო დოლიძე.
დაკვირვების 1 924-ის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა - ამის შესახებ OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დასკვნაშია საუბარი.
ასევე ნახეთ:
- ეუთო/ოდირი ანგარიშის ერთი ნაწილი მოქალაქეების დაშინება, იძულებას და მათზე განხორციელებულ ზეწოლას ეხება
- ეუთო/ოდირი - ცესკომ არა დაასწრო ელექტრონული არჩევნების აუდიტს პარტიები და დამკვირვებლები, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და ზღუდავს გამჭვირვალობას
- ეუთო/ოდირი - წაშლილი იყო ზღვარი მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას
- ეუთო/ოდირი: ქართულ ოცნებას უბნებზე კამერები ჰქონდა დამონტაჟებული, რაც დამაშინებელ გარემოს ქმნიდა