ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა - შვედეთის ელჩი

31.10.24 18:06
ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა - შვედეთის ელჩი

"ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია" - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი წერს. 

მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას დაუბრუნდება.

მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია. სრულიად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის პროგრესზე. წელს საქართველო უკან წავიდა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია. ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება”, - წერს ლიბერგი.

ცნობისთვის, გუშინ, 30 ოქტომბერს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერინსკიმ განაცხადა, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო ევროკავშირის ლიდერებმა ქვეყნის გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს

ამასთან, გამოქვეყნდა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში - არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევები, ზეწოლა ამომრჩეველზე და საარჩევნო კანონში შესული ცვლილებები - რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში