საქართველო EU-ს გზაზე არ პროგრესირებს, ეს პროცესი შეჩერებულია - ნიდერლანდების ელჩი სამხარაძეს

31.10.24 18:14
საქართველო EU-ს გზაზე არ პროგრესირებს, ეს პროცესი შეჩერებულია - ნიდერლანდების ელჩი სამხარაძეს

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მელინე არაკელიანი სოციალურ ქსელ X-ზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ტვიტს ეხმაურება. 

მელინე არაკელიანი წერს, რომ "საქართველო ევროკავშირის გზაზე არ პროგრესირებს, ეს პროცესი შეჩერებულია".

არა ბატონო ნიკოლოზ სამხარაძე, ეს ასე არ არის. საქართველო არ პროგრესირებს ევროკავშირის გზაზე, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკან დახევაა. ამის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია", - წერს ელჩი.

ცნობისთვის, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის". 

ცნობისთვის, გუშინ, 30 ოქტომბერს, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში  გამოქვეყნდა - არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევები, ზეწოლა ამომრჩეველზე და საარჩევნო კანონში შესული ცვლილებები - რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში