განცხადებებს, რომ საქართველო EU-ს გზაზე პროგრესირებს, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან - ესტონეთის ელჩი

31.10.24 19:19
განცხადებებს, რომ საქართველო EU-ს გზაზე პროგრესირებს, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან - ესტონეთის ელჩი

წინადადებებს, რომ საქართველო EU-ს გზაზე პროგრესირებს, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან ,- ამის შესახებ  ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი სოციალურ ქსელში წერს.

ესტონეთის ელჩის თქმით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება გაყინულია დემოკრატიული უკუსვლის გამო.

ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე პროგრესირებს, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება გაყინულია დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო გაფართოების ანგარიშის ნათელი გზავნილები“, - წერს ესტონეთის ელჩი.

ცნობისთვის, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის". 

ცნობისთვის, გუშინ, 30 ოქტომბერს, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში  გამოქვეყნდა - არჩევნებში დაფიქსირებული დარღვევები, ზეწოლა ამომრჩეველზე და საარჩევნო კანონში შესული ცვლილებები - რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში.