საოლქო კომისიები არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ ბიულეტენები ჟონავდა - ქურდოვანიძე

01.11.24 18:44
საოლქო კომისიები არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ ბიულეტენები ჟონავდა - ქურდოვანიძე

"ოლქებმა უკვე ჩაგვაბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე" - ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს.

როგორც მესამე სექტორის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს, "საოლქო საარჩევნო კომისიები არც კი ხდიან სადავოდ იმ საკითხს, რომ კამერები არ იყო დალუქული და ბიულეტენები ჟონავდა". 

ოლქებმა უკვე ჩაგვაბარეს გადაწყვეტილებები ხმის ფარულობის საკითხზე. არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველაფერი ამომრჩეველს დააბრალოს. მოკლედ რომ შევაჯამოთ,  ცესკო გვეუბნება, რომ ბიულეტენი კი ჟონავს, მაგრამ ამომრჩეველი თუ მოხერხებული იქნებოდა, შეძლებდა დაეფარა გაფერადებული წრე უკანა მხარეს, რომელიც წესით მარტო წინა მხარეს უნდა ჩანდეს.

24 მოსამართლეს, ვისაც დღეს და ხვალ ჩვენი 24 სარჩელი დაეწერება, ეძლევა შანსი, ეს აბსურდი დაასრულოს", - წერს ნონა ქურდოვანიძე. 

ცნობისთვის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საიამ საოლქო კომისიებში საჩივრები შეიტანა, რომელეცი 30 ოქტომბერს განიხილეს.

საარჩევნო კომისიების უარის შემდეგ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბრძოლას სასამართლოში იწყებს. 24 სარჩელი 24 სასამართლოში - არჩევნების გაყალბების საქმეზე სასამართლო დავები გრძელდება.