რუსი პროპაგანდისტისთვის გაცემული აკრედიტაცია - ცესკო პირველ კომენტარს აკეთებს
ცესკო ირწმუნება, რომ რუს პროპაგანდისტს და და ოკუპაციის კანონის დამრღვევ მალკევიჩს, აკრედიტაცია "კანონის დაცვით" მისცა.
ნათია იოსელიანმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მალკევიჩი ცესკოს თავჯდომარის პირადი ნაცნობია და მასზე მედია აკრედიტაცია ამ მიზეზით გაიცა, სიცრუეა.
"მანიპულაციურად არის წარმოჩენილი, რომ თითქოს აღნიშნული პირის მიერ აკრედიტიაციაზე მომართვა პირადად ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელდა, მაშინ, როდესაც კორესპოდენციის წარმოების პროცესში მინიმალურ სტანდარტია, რომ მიმართვა ინსტიტუციის სახელზე კეთდება" - თქვა დღეს ცესკოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა.
დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, რომ თითქოს, საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული პირის აკრედიტაციით კანონი დაარღვია და ამის საფუძველი ცესკოს თავმჯდომარის ჟურნალისტთან პირადი ნაცნობობა იყო.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის განსაზღვრული და ცესკოს არ აქვს უფლებამოსილება და წვდომა ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე.
არსებით დარღვევასთან დაკავშირებით ვერ მოიძებნა ვერანაირი მტკიცებულება,დაინტერესებული მხარეები პროცესის დაზიანებას დეზინფორმაციითა და ფალსიფიცირებული, გაურკვეველი დაოკუმენტების გამოქვეყნებით ცდილობენ.
მანიპულაციურად არის წარმოჩენილი აგრეთვე, რომ თითქოს აღნიშნული პირის მიერ აკრედიტიაციაზე მომართვა პირადად ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელდა და თითქოს ეს წარმოადგენს მთავარ ფაქტს იმისას, რომ მათ შორის კავშირები არსებობს. მაშინ, როდესაც კორესპოდენციის წარმოების პროცესში მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს, რომ მიმართვა ინსტიტუციის სახელზე კეთდება და ამითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხორციელდება. ნათელი არის, რომ ეს ყვეალაფერი საარჩევნო ადმინისტრაციის და მისი ხელმძღვანელის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ დეზინფორმაციას და მანიპულაციას და საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდის ობიექტურ და გადამოწმებულ ინფორმაციას" - ამბობს ნათია იოსელიანი.
რუსმა პროპაგანდისტმა ცესკოს აკრედიტაცია პერსონალური მიმართვის საფუძველზე მიიღო - "პირველებმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი კალანდარიშვილის სახელზე წერილი პერსონალურად შევიდა.
როგორ გადმოკვეთა საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე დუმს. ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა.
მალკევიჩი საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა, იმოგზაურა რეგიონებში, დაესწრო "ოცნების" აქციასაც, თუმცა მისთვის დაბრკოლება არავის შეუქმნია.
ინფორმაციია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი მალკევიჩი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) გაავრცელა.