რუსული კვალია, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას - კორძაია "ოცნების" ქოლცენტრებზე

03.11.24 11:23
რუსული კვალია, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას - კორძაია "ოცნების" ქოლცენტრებზე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ "ოცნების" მიერ არჩევნებების გაყალბების საქმე საერთაშორისო გამოძიების საკითხი, რადგან საქართველოში ამის ობიექტურად გამოძიების რესურსი არ არსებობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, შაბათის ეთერის ჟურნალისტური გამოძიებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მმართველი პარტია არჩევნების დღეს ამომრჩეველზე ზეწოლას და მათ დაშინებას ახორციელებდა, რაც რუსული ხელწერაა. 

ეს ნამდვილად არის გამოძიების საკითხი. ამიტომაც არის, რომ ტექნოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას, საქართველოში ამის ობიექტურად გამოძიების რესურსი ნამდვილად არ არსებობს და ძალიან კარგია, ეს დიდი ჟურნალისტური გამოძიებაც სწორედ ამ ნაწილს რომ მიეძღვნა ძალადობის ტოტალური დაშინების და მე , უბრალოდ, მინდა, იმ დირექტორს ჩავხედო თვალებში, როგორ შევა სკოლაში და რას ასწავლის ამ ბავშვებს? ქვეყნის სიყვარულს? თავისუფლებისთვის ბრძოლას თუ რას? ეს არის ძალადობა ამომრჩევლის ნებაზე. ჩვენ დავინახეთ, რომ იძულებით და ძალადობით მოჰყავდათ ადამიანები, რომლებსაც ხვდებოდათ იქ ბიულეტენი, რომელიც არ იცავდა ფარულობას. ეს ორი საკითხი ერთობლივად არის უკვე ნამდვილად რუსული კვალი, - ამბობს  კორძაია.

შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია მტკიცებულებები მმართველი პარტიის შიდა მიმოწერებიდან. ხმოვანი შეტყობინები და სხვადასხვა ფორმატის ფაილები ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს "ოცნებამ" ამომრჩეველზე ზეწოლისთვის მთელი სქემა აამუშავა. ყველა სააარჩევნო უბანთან შექმნილი იყო "ქართული ოცნების" ქოლ ცენტრები. შაბათის ეთერმა ამ ქოლცენტრების მისამართები და იქ დასაქმენული ადამიანების გვარები მოიპოვა. ქოლცენტრებს კაპიტნები მარათავდნენ და თითო საარჩევნო უბანზე კაპიტნის ხელმძღვანელობით ამომრჩევლიე ნებაზე ზემოქმედებისა და დაშინებისთვის მთელი ჯგუფი მუშობდა.