ხელის გულზე დევს მთელი კრიმინალი - ლევან გოგიჩაიშვილი "ოცნების" ქოლცენტრებზე

03.11.24 11:27
ხელის გულზე დევს მთელი კრიმინალი - ლევან გოგიჩაიშვილი "ოცნების" ქოლცენტრებზე

ხელის გულზე დევს მთელი კრიმინალი, - ასე აფასებს "შაბათი ეთერის" ხმაურიან რეპორტაჟს გახარიას გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი. ოპოზიცონერი პოლიტიკოსის თქმით, ეს სიუჟეტებიც საკმარისია იმისთვის, რომ არცევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეფასება სტრატეგიულმა პარტნიორებმაც გააკეთონ. მისი თქმით, საჭიროა აღნიშნული მტკიცებულებების თარგმნა და მათთის გადაგზავნა. 

მოსყიდვა, ძალადობა, დაშინება, სინქრონიზირებულდა მუშაობა ცესკოსი, სუსის, პარტიის, მთავრობის, ხელის გულზე დევს მთელი კრიმინალი, რაც ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის არჩევნების მიტაცების მცდელობა, ადამიანები კონსტიტუციური უფლების დარღევა, ეს არის ყველა იმ ფუნდამენტური უფლების დარღვევა, რაც კი ადმაიანს გააჩნია. ეს არის ქართული დეოკრატიის მკვლელობის მცდელობა. ეს სიუჟეტები კმარა იმისთვის, რომ გარედანაც მოხდეს შეფასება. ეს უნდა ითარგმნოს, ეს უნდა გაეგზავნოს ყველას, ვინც კი არის დაინტერესებული საქართველოს საკითხით, - ამბობს გახარიას გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია მტკიცებულებები მმართველი პარტიის შიდა მიმოწერებიდან. ხმოვანი შეტყობინები და სხვადასხვა ფორმატის ფაილები ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს "ოცნებამ" ამომრჩეველზე ზეწოლისთვის მთელი სქემა აამუშავა. ყველა სააარჩევნო უბანთან შექმნილი იყო "ქართული ოცნების" ქოლ ცენტრები. შაბათის ეთერმა ამ ქოლცენტრების მისამართები და იქ დასაქმენული ადამიანების გვარები მოიპოვა. ქოლცენტრებს კაპიტნები მარათავდნენ და თითო საარჩევნო უბანზე კაპიტნის ხელმძღვანელობით ამომრჩევლიე ნებაზე ზემოქმედებისა და დაშინებისთვის მთელი ჯგუფი მუშობდა.