არჩევნები არათუ გაყალბდა, ეს იყო ორგანიზებული კრიმინალური სქემა - ხატია დეკანოიძე
"ერთიანობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საქართველოში არათუ არცევნები გაყალბდა, არამედ ადგილი მთელ კრიმინალურ სქემას ჰქონდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ყველაფერი, რაც გუშინ შაბათის ეთერში გასაჯაროვდა, სისხლის სამართლებრივ დანაშაულზე მიუთითებს.
ამასთან, დეკანოიძე საერთაშორისო გამოძიების მნიშველობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ სფეროში აქტიურად მომუშავე ადამიანებს უკვე ესაუბრა და მათ შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტებსაც გადაუგზავნის.
საქართველოში არათუ არჩევნები გაყალბდა და მიტაცებულია ჩვენი ხმები, არამედ ეს იყო მთელი კრიმინალური სქემა, ორგანიზებული, დანაშაულებრივი სქემა. ყველა ის ეპიზოდი, რომელიც ჩვენ ვნახეთ გუშინ, ეს უკავშირდება საქართველოს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის და კანონის ყველა სიმკაცრით დასჯის განზომილებას, იმიტომ, რომ სხვანაირად წარმოუდგენელია რამე დავარქვათ ამ ყველაფერს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ პირველი, რაც არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, ეს არის ის, რომ საერთაშორისო გამოძიების ეფექტური მექანიზმი უნდა დავადგინოთ ჩვენ. მე გუშინ მქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც საგამოძიებო მიმართულებით ძალიან აქტიურები არიან საერთაშორისო მასშტაბით და რა თქმა უნდა, ეს ყველა სიუჟეთი აუცილებლად იქნება მათთან გადაგზავნილი, რა თქმა უნდა იმ გაყალბების მექანიზმებთან ერთად, რომელიც აქვთ არასამთავრობოებს, პარტიებს, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია მტკიცებულებები მმართველი პარტიის შიდა მიმოწერებიდან. ხმოვანი შეტყობინები და სხვადასხვა ფორმატის ფაილები ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს "ოცნებამ" ამომრჩეველზე ზეწოლისთვის მთელი სქემა აამუშავა. ყველა სააარჩევნო უბანთან შექმნილი იყო "ქართული ოცნების" ქოლ ცენტრები. შაბათის ეთერმა ამ ქოლცენტრების მისამართები და იქ დასაქმენული ადამიანების გვარები მოიპოვა. ქოლცენტრებს კაპიტნები მარათავდნენ და თითო საარჩევნო უბანზე კაპიტნის ხელმძღვანელობით ამომრჩევლიე ნებაზე ზემოქმედებისა და დაშინებისთვის მთელი ჯგუფი მუშაობდა.