არჩევნები თავიდან ბოლომდე ჩაატარა სუსმა - ტატო ქელბაქიანი
არჩევნები თავიდან ბოლომდე ჩაატარა სუსმა, - ამის შესახებ "ჩემი ხმის" წარმომადგენელი ტატო ქელბაქიანი საუბრობს. ადამიანი, რომელმაც საარჩევნო უბნებზე დარღვევები საკუთარი თვალით ნახა, ამბობს, რომ გაყალბების მასშტაბები შემზარავი იყო და ძალიან წააგავდა მაფიის სტრუქტურას.
ეს ქოლცენტრები, ეს ფულის დარიგება, მაკონტროლებელი და ზოგადად, ეს კაპიტნების სისტემაც ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ ძალიან წააგავს ეს ყველაფერი მაფიის სტრუქტურას, სადაც გარკვეული დანაყოფების კოორდინაციისთვის ე.წ. „კაპოებს“ იყენებდნენ ხოლმე. თავიდან ბოლომდე ეს არჩევნები ჩაატარა სუსმა, სადაც, დარწმუნებული ვარ, ინტეგრირებულები არიან რუსეთის აგენტები და მათი ორგანიზებით ხდებოდა მთელი ეს პროცესი და თვითონ ეს მასშტაბები არის შემზარავი, იმიტომ, რომ მე ეს იმ დღესვე ვიცოდი, ჩემი თვალით ვნახე როგორ მუშაობს ეს სქემა და ძალიან დიდი მადლობა იმ გუნდს, რომელმაც ეს მტკიცებულებები კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა და დაანახა საზოგადოებას, თუ რა მასშტაბებთან გვქონდა საქმე, - ამბობს ტატო ქელბაქიანი.
შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია მტკიცებულებები მმართველი პარტიის შიდა მიმოწერებიდან. ხმოვანი შეტყობინები და სხვადასხვა ფორმატის ფაილები ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს "ოცნებამ" ამომრჩეველზე ზეწოლისთვის მთელი სქემა აამუშავა. ყველა სააარჩევნო უბანთან შექმნილი იყო "ქართული ოცნების" ქოლ ცენტრები. შაბათის ეთერმა ამ ქოლცენტრების მისამართები და იქ დასაქმენული ადამიანების გვარები მოიპოვა. ქოლცენტრებს კაპიტნები მარათავდნენ და თითო საარჩევნო უბანზე კაპიტნის ხელმძღვანელობით ამომრჩევლიე ნებაზე ზემოქმედებისა და დაშინებისთვის მთელი ჯგუფი მუშაობდა.