ყველა უწყება სისხლის სამართლის დანაშაულში იყო ჩართული... ყველაფერს ვთარგმნით და პარტნიორებს გავუგზავნით - ეკა გიგაური
არჩევნების გაყალბების სქემის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ყველა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობის გარეშე, - ამის შესახებ "საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური საუბრობს. მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, ყველა უწყება სისხლის სამართლის დანაშაულში იყო ჩართული.
ეკა გიგაური ამბობს, რომ ისინი ყველა მტკიცებულებას თარგმნიან და საერთაშორისო პარტნიორებს გადაუგზანიან.
ამ სქემის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ყველა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობის გარეშე. ასეთი სქემა ვერ განხორციელდებოდა ისეთ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები არ არის მიტაცებული. შესაბამისად, აქ ჩვენ ვხედავთ აშკარად, რომ ჩართული იყო ცესკოს, ჩართული იყო სუსი, შსს. ეს ყველა უწყება ჩართული იყო სისხლის სამართლის დანაშაულში და პლიუს, ის გონგ ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა კრიმინალური ჯგუფებით ეხმარებოდნენ მთავრობას, რომ ის შედეგი დაედო, რაც დადეს. ამაზე, რა თქმა უნდა, იქნება რეაქცია ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ამას ყველაფერს ვთარგმნით, გავუგზავნით მათ და მე მგონია, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურად გამოცხადება არ მოხდება, - ამბობს ეკა გიგაური.
შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია მტკიცებულებები მმართველი პარტიის შიდა მიმოწერებიდან. ხმოვანი შეტყობინები და სხვადასხვა ფორმატის ფაილები ადასტურებს, რომ 26 ოქტომბერს "ოცნებამ" ამომრჩეველზე ზეწოლისთვის მთელი სქემა აამუშავა. ყველა სააარჩევნო უბანთან შექმნილი იყო "ქართული ოცნების" ქოლ ცენტრები. შაბათის ეთერმა ამ ქოლცენტრების მისამართები და იქ დასაქმენული ადამიანების გვარები მოიპოვა. ქოლცენტრებს კაპიტნები მარათავდნენ და თითო საარჩევნო უბანზე კაპიტნის ხელმძღვანელობით ამომრჩევლიე ნებაზე ზემოქმედებისა და დაშინებისთვის მთელი ჯგუფი მუშაობდა.