"ძლიერი საქართველოს" შტაბში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს - საკითხი ხვალინდელ აქციას ეხება

03.11.24 15:55
 "ძლიერი საქართველოს" შტაბში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს - საკითხი ხვალინდელ აქციას ეხება

ამ წუთებში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" შტაბში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. საუბრის მთავარი თემა - ხვალინდელი საპროტესტო აქციაა. "ძლიერი საქათველოს" წევრების გარდა, "პირველების" ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფებიან  ბარიერგადალახული სხვა პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებიც. 

ყველას მოვუწოდებ, რომ ერთად უნდა დავდგეთ, 19:00 საათზე. პროტესტი იწყება ხვალიდან. ეს არ არის მხოლოდ ერთი დღის პროტესტი. ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს გეტყვით, როგორ ვაპირებთ ამ სისტემის ჩამოშლას. ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ პარალელური პროცესი იქნება, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე, - ამბობს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.  

პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლები მსჯელობენ, როგორი იქნება ბრძოლა სამართლებრივი თავლისაზრისით.

ერთი კვირის თავზე არცევნებიდან ძალიან სერიოზული მასალაა შეგროვებული, დახარისხებული, დამუშავებული. მუშაობს ყველა ოპოზიციური პარტია, არასამთავრობო სექტორი, რომლებიც წერენ ყველა იმ დარღვევის შესახებ, გაშფრულია სქემები, როგორც მოგეხსენებათ და ეს ყველაფერი მიეწოდება ჩვენს საერთაშორისო პარტნნიორებს. ეს ადამიანები არიან ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შესაბამისი პირები, იურისტები, საარჩევნო სპეციალისტები და ა.შ., - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე.

პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანებები და მათი მხარდამჭერები ხვალიდან ქვეყანაში უწყეტ პროტესტს იწყებენ. მიტაცებული არჩევნების დასაბრუნებლად ხვალ ხალხი რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე შეიკრიბება. დაანონსებულია, რომ სწორედ იქ გააცნობს მოქალაქეებს ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმას.