ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საიას სარჩელი არც ბათუმის სასამართლმ დააკმაყოფილა

03.11.24 16:48
ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საიას სარჩელი არც ბათუმის სასამართლმ დააკმაყოფილა

არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საიას სარჩელი არც ბათუმის სასამართლომ დააკმაყოფილა. იურისტები საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, რადგან უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დარღვეული იყო ხმის ფარულობა. საუბარია ბიუელეტენის უკანა მხარეს მარკერით გაფერადებული რგოლის გამოჩენაზე. 

სხდომის დასაწყისში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დააყენეს შუამდგომლობა,  თვალსაჩინოებისთვის მოხდეს  ნებისმიერი ერთი უბნის დათვალიერება, თუმცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ  ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ არჩევნების დღეს სადამკვირვებლო მისიებს ამ თემასთან დაკავშირებით საჩივარი არ დაუწერიათ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სარჩელები არც სამტრედიასა და გორის მოსამართლეებმა დააკმაყოფილეს.