"დასანქცირდეს ოლიგარქი ივანიშვილი" - შტატები გაფრთხილებებიდან მოქმედებაზე გადადის
"ქართული ოცნების" სანქცირების დოკუმენტის ავტორი სენატის თავმჯომარეს მოუწოდებს, დროულად გადავიდეს შტატები მოქმედებაზე და დაასანქცირონ ოლიგარქი ივანიშვილი. ასეთი რამ პირველად ხდება, როცა ამერიკელი კანონმდებლები მიანიშნებენ, რომ ახლა უმოქმედობა დანაშაულია და ძალაუფლების მოყვარულ ოლიგარქს მხოლოდ შავ სიაში მოხვედრა შეაჩერებს.
ქართველი ხალხის ხმების მიტაცება შტატებისთვის ნიშნავს, რომ ოლიგარქი პუტინის "მარიონეტად" იქცა და საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ხალხს დიქტატურას უწესებს. სტრატეგიულმა პარტნიორებმა ივანიშვილი რამდენჯერმე გააფრთხილეს, უთხრეს, რომ არჩევნები მათთვის წითელი ხაზი იყო და არ აპატიებდნენ ხალხის ნებაზე წეზოლას და დემოკრატიისთვის ძირის საბოლოოდ გამოთხრას. როგორც ჩანს, შტატები ახლა გაფრთხილებიდან ქმედებაზე გადადის.
მოსალოდნელია, რომ სანქციები არა მხოლდო ოლიგაქრს, არამედ "ოცნების" სხვა ლიდერებსაც უახლოვდებათ. შავ სიაში მოხვედრა მართველი პარტიისთვის ახალი აღარ არის, თუმცა ხელისუფლების სანქცირება რომ ქვეყნისთვის დამღუპველია, ამაზე უკვე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიანიშნებს. პაპუნა ჯანელიძე, პარტნიორებს მოუწოდებს, "ოცნების" შეცდომების გამო ქართველი ხალხი არ დასაჯონ.
ამერიკა გამოსავალს საერთაშორისო გამოძიებაში ხედავს. "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ანონიმურობის დაცვით, მაღალჩინოსანი თეთრი სახლიდან ამბობს, რომ საჭირო შეიქმნას მიუკერძოებელი მექანიზმი, რომელიც გაყალბებული არჩევნების საქმეს გამოიძიებს. შტატებს კარგად ესმის, რომ ხელისუფლება, რომელიც თავად არის ხალხის ხმების მიტაცებაში მხილებული, საკუთარი თავის წინააღმდეგ არ წავა და გამოძიებას, რომელიც ასევე ხელისუფლების ხელშია, შედეგი ვერ ექნება.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.