პარტიული კაპიტნები და საიდუმლო ქოლცენტრები საარჩევნო უბნებთან - როგორ გააყალბა "ოცნებამ" არჩევნები

03.11.24 20:01
პარტიული  კაპიტნები და საიდუმლო ქოლცენტრები საარჩევნო უბნებთან - როგორ გააყალბა "ოცნებამ" არჩევნები

 

შაბათის ეთერის ჟურნალისტურმა გამოძიებამ არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემა გამოავლინეს. აუდიოჩანაწერებით, ტექსტური შეტყობინებებით, შიდა პარტიული სიებით დგინდება, რომ "ქართული ოცნება" ამომრჩევლებზე ტოტალურ ზეწოლას ახდენდა და პარტიული კაპიტნების საშუალებით, აიძულებდა, ხმა "ქართული ოცნებისთვის" მიეცათ. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ყველა საარჩევნო უბანთან არჩევნების დღეს "ქართულ ოცნებას" ქოლცენტრები ჰქონდა გახსნილი, საიდანაც იმ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლის გადაბირების სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

"ტვ პირველმა" "ქართული ოცნების" ოფისიდან მოპოვებული დოკუმენტების, მესიჯების და ხმოვანი შეტყობინებების მხოლოდ  ერთი ნაწილი გაასაჯაროა. ჟურნალისტები ამ დრომდე ამუშავებენ მმართველი პარტიის კაპიტნების, პასუხისმგებელი პირების და ქოლ ცენტრის თანამშრომლების მონაცემებს. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ქოლ ცენტრები უშუალოდ სარჩევნო უბანთან ან იმავე შენობაში იყო განთავსებული, სადაც ხალხი ხმას აძლევდა. სპეციალური პროგრამის საშუალებით კი არჩევნების შედეგების აღრიცხვა ხდებოდა. აუდიო ჩანაწერებში, რომელიც შაბათის გუნდმა მოიპოვა, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები 26 ოქტომბერს თავად აღიარებდნენ, რომ არჩევნებს აგებდნენ და 50 % იანი ჩამორჩენა ჰქონდათ. 

ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ არჩევნების გაყალბების ქოლ ცენტრში დასაქმებულ ადამიანებს "ქართული ოცნება" ფულს ხელზე აძლევდა. საუბარია კაპიტნებზე, ქოლ ცენტრის ოპერატორებზე და სატელეფონო კომუნიკაციის ოპერატორებზე. მათი რიცხვი, ჯამში, რამდენიმე ათასია. ოპოზიცია ფიქრობს, რომ შესაძლოა, სახეზე იყოს დიდი რაოდენობით შავი ფულის გამოყენება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

პოლიტიკური სპექტრი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი მტკიცებულებები და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ გადაღებული არჩევნების გაყალებების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა დამოუკიდებელ საგამოძიებო ჯგუფს უნდა გადაეცეს, რომელიც დადებს დასკვნას, როგორ გაყალბდა გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები.

ვვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.