ლონდონი, პრაღა, ამსტერდამი, ბრიუსელი - "ოცნების" მიტაცებულ არჩევნებს ემიგრანტები მსოფლიო მასშტაბით აპროტესტებენ

03.11.24 20:24
ლონდონი, პრაღა, ამსტერდამი, ბრიუსელი - "ოცნების" მიტაცებულ არჩევნებს ემიგრანტები მსოფლიო მასშტაბით აპროტესტებენ

 

ოლიგარქის ხელისუფლების მიერ მიტაცებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს მასშტაბით აპროტესტებენ. ლონდონი, პრაღა, ამსტერდამი, ბრიუსელი, ჩეხეთი, ბერლინი - ეს იმ ევროპული ქალაქების მცირე ჩამონათვალია, სადაც ქართველი ემიგრანტები ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად  ქუჩაში ემიგრანტებიც გამოდიან.

ემიგრანტების მთავარი მოთხოვნა 26  ოქტომბრის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაა. საქართველოდან შორს მცხოვრები ადამიანები "ოცნებას" მოუწოდებენ, დაუბრუნონ ხალხს მიტაცებული არჩევნები და ხელისუფლება პროდასავლურ ოპოზიციას გადააბარონ, რადგან ხალხს ისინი არ აურჩევიათ, მათი პოლიტიკით კი  ქვეყანა დასავლურ ცივილიზაციას შორდება.

იმ ქვეყნებიდან, სადაც თავისუფალ ამომრჩეველზე "ოცნებამ" ვერც ზეწოლა მოახდინა და ვერც მოსყიდვამ გაჭრა და სადაც ივანიშვილის პარტიამ არჩევნები სრულად წააგო, ემიგრანტები უწყვეტ ბრძოლას აპირებენ საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.