სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს: თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და წერს, რომ “მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“
“თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა, მაია სანდუ“- წერს ზურაბიშვილი.
მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“ : რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს დართეს,“ - წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.