მშვიდობიანი პროტესტით უნდა მივაღწიოთ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს - ბადრი ჯაფარიძე

04.11.24 11:03
მშვიდობიანი პროტესტით უნდა მივაღწიოთ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს - ბადრი ჯაფარიძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, “მშვიდობიანი პროტესტი არის შემადგენელი იმის, არჩევნები არ იქნეს მიტაცებული და შესაბამისად ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.“

მისი თქმით, ოპოზიციამ უკვე ბევრი ნაბიჯი გადადგა და პირველ რიგში, მათ გაყალბების სქემა ამხილეს, შემდეგ კი სამართლებრივი ნაბიჯებიც გადაიდგა.

“პროცესი მიმდინარეობს უწყვეტად“ , - ამბობს ჯაფარიძე.

გეგმა განხორციელების პროცესშია, ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით უკვე, პირველ რიგში ვამხილეთ გაყალბების სქემა, ამავდროულად ყველა ნაბიჯი გადავდგით სამართლებრივი. ყველამ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას. ამასთან ერთად, აუცილებელია, საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. პროცესი მიმდინარეობს უწყვეტად. 

რაც შეეხება მშვიდობიან პროტესტს - ეს არის შემადგენელი იმის, რომ მივაღწიოთ, არჩევნები არ იქნეს მიტაცებული და შესაბამისად, ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. ამიტომ დღევანდელი მშვიდობიანი პროტესტი არის ამ პროტესტების ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამ წუთებში, ოპოზიციის შტაბში ბოლო კონსულტაციები მიმდინარეობს, საპროტესტო აქციამდე, სადაც ბოლო დეტალები თანხმდება.