ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრას მართავენ

04.11.24 11:32
ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრას მართავენ

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ამ წუთებში, ბოლო კონსულტაციები მიმდინარეობს, საპროტესტო აქციამდე, სადაც ბოლო დეტალები თანხმდება.

ოპოზიციის შეხვედრას ესწრებიან: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები.

შეგახსენებთ, რომ პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანებები და მათი მხარდამჭერები დღეიდან, ქვეყანაში უწყეტ პროტესტს იწყებენ. მიტაცებული არჩევნების დასაბრუნებლად ხალხი რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე შეიკრიბება. დაანონსებულია, რომ სწორედ იქ გააცნობს მოქალაქეებს ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმას.