დიპლომატის არადიპლომატიური პასუხი პრეზიდენტის და მოქალაქეების კრიტიკაზე
პრეზიდენტის და საზოგადოების კრიტიკამ ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი, ვიქტორ დოლიძე გააღიზიანა. ზურაბიშვილმა და მოქალაქეების ნაწილმა დიპლომატებს დიპლომატიის დღე არ მიულოცეს და ისინი ქვეყნის რთულ მომენტში დუმილის გამო გააკრიტიკეს.
დიპლომატმა მოქალაქეემს კომენტარებში არადიპლომატიურად უპასუხა.
კი ვიცი რისი ღირსებიც ხართ, უბრალოდ, საკუთარ თავს არ ვაკადრებ, თქვენი ავადმყოფი დედებს დავეცი მე, თქვენს ყველას..., - დაწერა დოლიძემ.
დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! - ასე მიმართა ელჩებს საქართველოს პრეზიდენტმს. სალომე ზურაბიშვილმს სოციალურ ქსლეში დაწერა, რომ არც მილოცვი სურვილი და არც სიამაყის განცდა არ გააჩნია. მისი თქმით, როცა ხელისუფლება ნანატრ ევროპულ გზას ფეხვქვეშ თელავს, დიპლომატები კი ამას დუმილით ხვდებიან, მილოცვა უადგილოა.
გაქვავებულები, გამქრალნი, საელჩოებში ვით სოროებში დამალულნი, -დაწერა პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ერთადერთი, ვინც "ქართული ოცნების" ქმედებებს წინ აღუდგა, გოჩა ჯავახიშვილი იყო, რომელმაც პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა.