საქართველოს ელჩები "ოცნების" და ივანიშვილის ელჩებად იქცნენ - ლევან სანიკიძე
დიპლომატები საქართველოს ელჩების ნაცვლად "ოცნების" და ივანიშვილის ელჩებად იქცნენ, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" სპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა. ოპოზიციის წარმოამდგენლის თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე დგანან, დიპლომატები დუმილის რეჟიმში არ უნდა იყვნენ და ქმედითი ნაბიჯები მათაც უნდა გადადგან.
როდესაც მთელი ქართული საზოგადოება, ოპოზიციური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს პრეზიდენტი ვართ საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე, მნიშვნელოვანია, რომ ელჩების მხრიდანაც, რომლებიც მუშაობენ დასავლურ სახელმწიფოებში, გადადგმული იყოს შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები და დადგნენ ქართველი ხალხის მხარეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი საქართველოს ელჩების მაგივრად იქცნენ „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ელჩებად, შესაბამისად, პრეზიდენტის მიმართვა აბსოლუტურად გასაგებია და ჩვენც ვუერთდებით ამ მსოაზრებას, - ამბობს სანიკიძე.
დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! - ასე მიმართა ელჩებს საქართველოს პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილმს სოციალურ ქსლეში დაწერა, რომ არც მილოცვის სურვილი და არც სიამაყის განცდა არ გააჩნია. მისი თქმით, როცა ხელისუფლება ნანატრ ევროპულ გზას ფეხვქვეშ თელავს, დიპლომატები კი ამას დუმილით ხვდებიან, მილოცვა უადგილოა.
გაქვავებულები, გამქრალნი, საელჩოებში ვით სოროებში დამალულნი, -დაწერა პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ერთადერთი, ვინც "ქართული ოცნების" ქმედებებს წინ აღუდგა, გოჩა ჯავახიშვილი იყო, რომელმაც პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა.