ნიკა მელიას ინფორმაციით, 17:00 საათზე პოლიტიკური პარტიების ლიდერები მსვლელობას მოაწყობენ

04.11.24 12:05
ნიკა მელიას ინფორმაციით, 17:00 საათზე პოლიტიკური პარტიების ლიდერები მსვლელობას მოაწყობენ

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, 17:00 საათზე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ, სხვადასხვა მარშრუტით, მსვლელობას მოაწყობენ. 

მელიას თქმით, დღეს ქართული ოპოზიციაა გამარჯვებული, ამ გამარჯვებულ ოპოზიციას ქართული საზოგადოება უჭერს მხარს.

17:00 საათზე, ვაგზლის მოედნიდან, პოლიტიკური პარტიის ლიდერები რუსთაველის გამზირისკენ სხვადასხვა მარშრუტით გავემართებით. პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით იქ, სადაც დასაცავია ღირსება და სიმართლე.

ვიქნებით სიმრავლით და “ოცნებაში“ ნურავის ექნება ილუზია, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ხელს ჩამოუშვებს. ქართულმა ოპოზიციამ მილიონზე მეტო ხმა აიღო და საპირისპიროდა დაიწერა “ოცნებამ“. გაამარჯვება დარჩება და დაუბრუნდება ქართველ ხალხს. ამ მიზნის მიღწევას, რა ღონისძიებებიც არ უნდა დასჭირდეს და რა ნაბიჯებიც,  ყველაფერი იქნება ჩატარებული და ნაბიჯიც გადადგმული “, - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანებები და მათი მხარდამჭერები დღეიდან, ქვეყანაში უწყეტ პროტესტს იწყებენ. მიტაცებული არჩევნების დასაბრუნებლად ხალხი რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე შეიკრიბება. დაანონსებულია, რომ სწორედ იქ გააცნობს მოქალაქეებს ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმას.