“ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავლილია, ჩვენ ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის“ - ირაკლი კუპრაძე
რამდენიმე საათი საპროტესტო აქციიის დაწყებამდე - ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ხალხი დღეს რუსთაველის გამზირზე უწყეტ პროტესტს იწყებს.
ოპოზიცია პარლამენტთან მსვლელობიით სხვადასხვა ადგილიდან მივა - ერთ-ერთი ლოკაცია სადგურის მოედანია.
ოპოზიცია საზოგადოებას მოუწოდებს, შეუერთდნენ მსვლელობას.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი უკვე გავლილია და ისინი მძაფრი წინააღმდეგობისთვის ემზადებიან.
ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავლილია, ჩვენ ვემზადებით მძაფრი წინააღმდეგობისთვის და ეს წინააღმდეგობა არ დასრულდება მანამ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები არ დაიბრუნებენ არჩევნების უფლებას ამ ქვეყანაზე. მოგებული არჩევნები მიისაკუთრა ბიძინა ივანიშვილმა. დღევანდელი დღის სტრატეგია იქნება ძალიან მარტივი და მკაფიო. 17:00 საათზე შეკრება სადგურის მოედანზე შედგება, საიდანაც მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ დავიძრებით, უკვე 19:00 საათზე კი მოქალაქეებს ველოდებით საქართველოს პარლამენტთან. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ შემოურთდნენ მსვლელობას“,- განაცხადა კუპრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანებები და მათი მხარდამჭერები დღეიდან, ქვეყანაში უწყეტ პროტესტს იწყებენ. მიტაცებული არჩევნების დასაბრუნებლად ხალხი რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე შეიკრიბება. დაანონსებულია, რომ სწორედ იქ გააცნობს მოქალაქეებს ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმას.