მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი, საქართველოში კი უსამართლო იყო - მიკჰელსონი

04.11.24 13:33
მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი, საქართველოში კი უსამართლო იყო - მიკჰელსონი

მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი, საქართველოში კი გაყალბებული და უსამართლო იყო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესტონეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი წერს. 

რა განსხვავებაა მოლდოვისა და საქართველოს არჩევნებს შორის? მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი, საქართველოში კი გაყალბებული და უსამართლო იყო, - წერს მიჰკელსონი. 

შეგახსენებთ, რომ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა.  ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პროევროპელ კანდიდატს მაია სანდუს 55.25% ( 923610 ხმა) აქვს, მის კონკურენტს ალექსანდრ სტოიანოგლუს კი 44.75% (748 161).