"ოცნება" პარტნიორების წინააღმდეგ - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ დასავლეთის მიზანია, საქართველო გარედან მართოს
"ქართული ოცნება" უარზეა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს. შალვა პაპუაშვილი თავს ისე პარტნიორებს ესხმის და ფაქტობრივად, ამტკიცებს, რომ დასავლეთის მიზანია, საქართველო გარედან მართოს.
საერთაშორისო თქვენ რა გგონიათ? ნიშნავს, რომ ვიღაც უცხოელი ბიძიები და დეიდები უნდა ჩამოვიდნენ და აქ უნდა გვითხრან, რომ იცით, რა, თქვენ სახელმწიფო არ ხართ, თქვენ ვერაფერს იზამთ, ახლა გამოძიებას ჩაგიტარებთ. მერე რას ითხოვენ, გაიხსენეთ, არჩევნებიც იმათ ჩაგვიტარონ, მერე იტყვიან, რომ მოდი, მოსამართლეებიც ისინი იყვნენ, მერე იტყვიან, მოდი, მინისტრებადაც ისინი დავნიშნოთ და ჩვენ რა ვართ? ხალხი ვართ? ერი ვართ? 3 ათასი წელი რომ ამბობთ, სახელმწიფო ვართო, რისთვის ვართ ეს ყველაფერი? რომ ვიღაცეებმა გარედან გვმართონ? ქვეყნებმა, რომლებიც 200-100 წლის წინ ქვეყანაც არ იყო? არ გვინდა ჩვენ და არ ვართ ის ხალხი და სახელმწიფო, რომელიც ბანანის რესპუბლიკად უნდა ჩაითვალოს და გარედან უნდა მართოს ვიღაცამ. ხალხს არ აქვს ნდობა იმ ევროპელი ჩინოსნების, რომლებიც ეჭვის თვალით გვიყურებენ ჩვენ, იმიტომ, რომ ჩვენ ვუყურებთ მათ ეჭვის თვალით, სინამდვილეში, - ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი და აშშ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხზე ობიექტური გამოძიება აწარმოოს.