"უნდა დადგინდეს, ცესკო მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ ადგილი გულგრილობას ჰქონდა" - ნინო დოლიძე ხმის ფარულობის დარღვევაზე

04.11.24 14:50
"უნდა დადგინდეს, ცესკო მიზანმიმართულად მოქმედებდა თუ ადგილი გულგრილობას ჰქონდა" - ნინო დოლიძე ხმის ფარულობის დარღვევაზე

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავსირებით დამოუკიდებელი გამოძიების მნიშვნელობაზე სუაბრობს. მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ საჭიროა გაირკვეს, რა გააკეთა ცესკომ იმისთვის, რომ არჩევნების მთავარი პრინციპი - ხმების ფარულობა ყოფილიყო დაცული. მისი თქმით, საჭიროა გაეცეს კითხვას პასუხი - აღნიშნული დარღვევა მიზანმიმართული იყო თუ ადგილი გულრგილობას ჰქონდა. 

ხმის ფარულობა, რომელიც მასშტაბურად იქნა დარღვეული ბიულეტენის ხარისხის გამო, ეს, რა თქმა უნდა, იყო ცესკოს პასუხისმგებლობაა იმიტომ, რომ ფარულობა არის კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპი. რა თქმა უნდა, არსებობს შეკითხვები, ცესკომ რა გააკეთა იმისთვის, რომ როდესაც ნახა, რომ ფურცელზე მარკერის კვალი ჩანდა, ამის შესაცვლელად და ზოგადად, რა ზომები გატარდა იმისთვის, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველოფილი, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ამის სიტემური დარღვევა ვიხილეთ არჩევნების დღეს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მიუკერძოებელი გამოძიება, რომ ჩვენ ეს დავადგინოთ, რეალურად, რასთან გვქონდა საქმე. ეს იყო გულგრილობა თუ ეს იყო მიზანმიმართული, - ამბობს ნინო დოლიძე.

შეგახსენებთ,რ ომ “ჩემი ხმა” საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ყველა ის დარღვევა ჩამოთვალა, რომელშიც, მისი თქმით, წვლილი სწორედ ცესკოს მიუძღოდა. საუბარია რიგ პუნქტებზე, მათ შორის, ბიულეტენების უხარისხობაზე, კომისიის წევრების დანიშვნაზე, მარკირების გაუმართაობაზე, დამკვრივებლებისთვის ხელის შეშლაზე, ვერიფიკაციის პრობლემასა და სხვ. 

ლონდა თოლორაიას განცხადებით, ფაქტებმა ცხადყო, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის ყოფნა "ოცნების" ინტერესს წარმოადგენდა და კანონში ცვლილებაც სწორედ ამ მიზნით შეიტანეს.