“ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა“ - “გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდება

04.11.24 15:17
“ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა“ -  “გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდება

საპროტესტო აქცია, რომელის რუსტაველის გამზირზე 19:00 სააათზე დაიწყება, პარტია “გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდება.

ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქცია მათი ამომრჩევლის პირდაპირი დაკვეთაა და ბუნებრივია, მათ სურვილებს ყოველთვის შეასრულებენ.

აქციას აუცილებლად შევუერთდებით, რადგან ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ის რაც ჩვენს ამომრჩეველს სურს, ბუნებრივია, ჩვენ ამ სურვილებს ვასრულებთ. რაც შეეხება კარვებს- არის გამოხატვის ფორმა, რომელიც ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა. მე იმ ადამიანებს არ ვაკნინებ, ვისაც ეს გამოხატვის ფორმა მოსწონს,  მე უბრალოდ ვიცი ჩვენი ამომრჩეველი და ვიცი, რა გამოხატვის ფორმა მოგვწონს და რა არა და ეს არ არის ის გამოხატვის ფორმა, რაზედაც ჩვენ ვგიჟდებით, მარტივად, რომ ვთქვათ“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

რამდენიმე საათი საპროტესტო აქციიის დაწყებამდე - ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ხალხი დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე უწყეტ პროტესტს იწყებს.

ოპოზიცია პარლამენტთან მსვლელობით სხვადასხვა ადგილიდან მივა - ერთ-ერთი ლოკაცია სადგურის მოედანია.