გაყალბების პროცესში სახელმწიფო უწყებები და მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული - მაია მწარიაშვილი
ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშილი ფიქრობს, რომ არჩევნების გაყალბების სქემაში რიგი სახელმწიფო უწყებები იყვნენ ჩართულები. მწარიაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ცესკოს საქმიანობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ის დარღვევები, რასაც არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი, სავარაუდოდ, წინასწარ განზრახ გათვლილი და დაგეგმილი იყო.
პასპორტებში ეს ჩადებული ქარალდები ხდებოდა იქაც, იქაც, სხვადასხვა უბნებზე, კარუსელები ხდებოდა სხვადასხვა უბნებზე, ეს რპეტენზიები რეგისტრატორებთან დაკავშირებით როგორ და რა წესით დაინიშნენ, სახელისუფლებო მოხელეების, ნათესავების სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნა და ბევრი ამბავი დაწყებული იქიდან, როდესაც კანონში შეიტანეს ცვლილება თავად ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამიტომ, როდესაც ჩვენ ამ სისტემურობაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის მოვიაზრებთ სამოხელეო დანაშაულს. ამ დარღვევის უკან აუცილებლად ჩვენ უნდა მოვიაზროთ ცესკოს თანამდებობის პირების გარკვეული მიზანმიმართული ქმედებები, გარკვეული ხელშეწყობები. რასაკვირველია, განზრახ დანაშაულზე უნდა ვიფიქროთ უფრო მეტად, რაც არის სასამხურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ვინაიდან თავისით და უნებართვოდ არაფერი მოხდებოდა მთელ ამ სქემაში, - ამბობს მწარიაშვილი.
მწარიაშვილი ასევე იმ მტკიცებულებების შესახებ საუბრობს, რომლებიც შაბათის ეთერმა გაასაჯაროა. ყოფილი პროკურორი ყურადღებას დამოუკიდებელი გამოძიების მნიშვნელობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ კითხვები ბევრ კითხვებზეა გასაცემი.
სახელმწიფო აპარატი მთლიანად მუშაობს სახელისუფლებო პარტიაზე. ეს ახალი ამბავი არ არის. ამიტომ ძალიან საყურადღებო და საგანგაშო ამბები გაშუქდა თქვენს სიუჟეტში და მათ შორის, სწორედ ამ ქოლცენტრებთან დაკავშირებით. ნებისმიერი უკანონობა ყოველთვის იფუთება გარეგნულ კანონიერებაში. ჩვენ არ ვიცით, ეს ქოლცენტრები რას საქმიანობდნენ, ეს მდებარეობას რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ საოაცრი სამხედრო დისციპილინის პრინციპით იყო აგებული ან რა სუბორდინაცია იყო, რა იერარქია იყო, რა ინფორმაციას ავრცელებდნენ, ვისზე როგორ ძალადობას ახორციელებდნენ. დარწმუნებული ვარ, ლეგალურად ვერცერთი ეს ორგანიზაცია, ეს კაპიტნები და ასეთი ქუდის ქვეშ რომ ოპერირებდნენ, ამ ფულის მოძრაობის ლეგალურობას ვერ აჩვენებენ და ბევრი ასეთი რამ. საერთაშორისო გამოძიებაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ სწორედ ეს იგულისმება, ფაქტების დამდგენი მისია უნდა იყოს ეს, თორემ პასუხისგებაში ის ვერავის მისცემს. მიუხედავად იმისა, პარლამენტის თავმჯდომარე რა განცხადებას გააკეთებს, ფაქტია, მთელი სქემა ერთიანად გამოიყურება ისე, რომ აქ უამრავი სამართალდარღვევა შეგვიძლია, ვივარაუდოთ, - ამბობს მწარიაშვილი.