ხელისუფლება სასამართლოს და ცესკოს დანაშაულებრივი მონაწილეობით მალავს სიებს - ნაცვლიშვილი
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება გამალებით მალავს 26 ოქტომბერს ჩადენილი დანაშულების მთავარ სამხილებს.
მისი თქმით, არაერთი დღეა, ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, მოითხოვენ საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა სიების გასაჯაროვებას.
“სწორედ იმიტომ, რომ სწორად გვაქვს დაიდენტიფიცირებული მთავარი სამხილები“,- ამბობს ნაცვლიშვილი.
დღეს კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას მოგაწოდოთ ფაქტები იმის შესახებ როგორ გამალებით მალავს შეშინებული ხელისუფლება 26 ოქტომბერს ჩადენილი დანაშაულის მთავარ სამხილებს.
ჩვენ გითხარით, რომ ე.წ შავი ყუთი ინახავს უტყუარ ინფორმაციას ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის შესახებ, რაც არის არჩევნების მიტაცება - ეს არის ამომრჩეველთა სიები,რომლებიც რეგისტრირებულები არიან, როგორც 26 ოქტომბერს ხმის მიმცემი მოქალაქეები და ეს სიები ინახება ერთი მხრივ ვერიფიკაციის აპარატებში და მეორე მხრივ ე.წ ჩეკების ჩეკებში, ანუ ძველი ტერმინოლოგიით, რომ ვთქვათ, სამაგიდო სიებში.
ჩვენ არაერთი დღეა ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციებისგან მოვითხოვთ ამ სიების გასაჯაროებას და სწორედ იმიტომ, რომ სწორად გვაქვს დაიდენტიფიცირებული სად არის მთავარი სამხილები, ხეისუფლება გამალებით ახლა უკვე საარჩევნო ადმინისტრაციის და სასამართლო ხელისუფლების სრული დანაშაულებრივი თანამონაწილეობით, გამალებით მალავს და ჩქმალავს ამ სიებს."ძლიერმა საქართველომ" 73 ოლქში შეიტანა საჩივარი, სადაც ჩვენ მოვითხოვდით ამ სიების გასაჯაროებას.
73-ვე ოქლმა იმოქმედა ცენტრალიზებული უკანონო ინსტრუქციით, დამოუკიდებლად კი არ განიხილა საჩივრები, არამედ ცენტრალიზებული უკანონო ინსტრუქციის მიხედვით უარი გვითხრა ამ სიების გასაჯაროებაზე, ამის შემდეგ "ძლიერი საქართველო" წავიდა სასამართლოში და ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლომდე ჩართულები არიან ოცნების დანაშაულებრივ სქემაში არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით. თანაც ამას აკეთებენ მძიმე საპროცესო დარღვევების ფონზე, მაგალითად, თბილისსა და გორში მოსამართლემ არც კი განიხილა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ისე მიიღო გადაწყვეტილება სრულიად დაუსაუბეთებელი და დარვევით მტკიცებულებები საქმეზე არ დართვის თაობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს საოზოგადოებას ვუთხრათ, რომ ყველა სამართლებრივ მეთოდს, მიუხედავად იმისა რა მდგომარეობაშია ქართული სასამართლო და საარჩევნო ადმინისტრაციების მიმართ ჩვენი ნულოვანი ნდობისა, ყველა სამართლებრივ გზას ამოვწურავთ, სწორედ იმიტომ, რომ საერთაშორისო დელეგიტიმაციისთვის ჩატარებული არჩევნების პროცესის და შედეგის ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ თანმიმდევრულად განუხრელად გადავდგამთ იმისთვის რომ უტყუარად დავამტკიცოთ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.