მაია სანდუს მიმართვა ქართველ ხალხს: მტკიცედ დადექით - მოლდოვა თქვენთანაა

04.11.24 16:26
მაია სანდუს მიმართვა ქართველ ხალხს: მტკიცედ დადექით - მოლდოვა თქვენთანაა

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ქართველ ხალხს მიმართავს და მათ  სიმტკიცისკენ მოუწოდებს.

“ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამძლეობითა და მონდომებით“- წერს სანდუ.

გუშინ მოლდოველებმა გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი ჩვენს ევროპულ გზაზე. მაგრამ ბრძოლა დემოკრატიისთვის მოლდოვაში და ჩვენს რეგიონში გრძელდება.

ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამძლეობითა და მონდომებით, ავაშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით - მოლდოვა თქვენთანაა“, - წერს სანდუ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა.  ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პროევროპელ კანდიდატს მაია სანდუს 55.25% ( 923610 ხმა) აქვს, მის კონკურენტს ალექსანდრ სტოიანოგლუს კი 44.75% (748 161). აღსანიშნავია, რომ სანდუმ ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობა საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ხარჯზე მიიღო.