პროტესტი დაიწყება თბილისიდან და მთელ საქართველოს მოიცავს- ხაზარაძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ “დღეს პრივილეგია არ არსებობს, ყველა უნდა გავიდეს ქუჩაში, დაიცვას ხმები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა სინდიკატმა ამ ქვეყანას მოჰპარა“.
ხაზარაძის თქმით, პროტესტი დაიწყება თბილისიდან და მთელ საქართველოს მოიცავს.
ყველას მინდა მკაფიოდ ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ხელისუფლებამ ჩაატარა სპეცოპერაცია და ქართველ ხალხს არჩევანის უფლება წაართვა. ეს არ იყო რაღაც არჩევნების გაყალბება, ეს იყო მასიური სპეცოპერაცია, რომელიც რუსეთის ჩართულობით ჩატარდა. დაწყებულია პროცესი, რომლითაც ხელისუფლებას მოსვენების საშუალებას არ მივცემთ. თბილისში, მასიური გაყალბების პირობებში, ოპოზიციამ ჯამურდ მოუგო ხელისუფლებას, ამიტომ ეს პროცესი დაიწყება თბილისდან და მოედება მთელს საქართველოს, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას და მის ლეგიტიმაციას არ აპირებს.
ეს ბრძოლა არის თითოეული ჩვენთაგანის საწარმოებელი, ამის შემდეგ ჩვენ უფრო ძლიერად დაგვიგდებიან გვერდში. დღეს პრივილეგია არ არსებობს, ყველა უნდა ვიყოთ ქუჩაში, დავიცვათ ჩვენი ხმები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა სინდიკატმა ამ ქვეყანას მოჰპარა, არ არსებობს ეს ჩვენ ვინმეს დავუთმოთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.