ბრძოლის ფორმები თანდათან გამოჩნდება, ივანიშვილს "სამეცადინოს" წინასწარ არ მივცემთ - ანა დოლიძე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ამ წუთებში კოალიციის დანარჩენ წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადება, ამბობს, რომ საქართველოს ხმების დასაცავად ბრძოლას სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტიც, რომლის ფორმებიც თანდათან გახდება ცხადი, რადგან ივანიშვილს წინდაწინ სტრატეგიას არ გაუმჟღავნებენ.
მე ახლა მოვდივარ სასამართლოდან, ჩვენ „ძლიერმა საქართველომ“ მოვითხოვეთ გახსნა ყუთების და სასამართლომ, რა თქმა უნდა, უარი გვითხრა, იმიტომ, რომ მალავს მტკიცებულებებს. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას, მაგრამ ასევე უნდა იყოს არაძალადობრივი პროტესტი, ხალხი არის გაბზარებული და ეს პროტესტში უნდა გამოიხატოს. ფორმები იქნება სხვადასხვა, დღეს განვაცხადებთ ამ ფორმების შესახებ, მასშტაბიც შეიძლება იყოს ზოგ დღეს უფრო პატარა, ზოგ დღეს უფრო დიდი, მაგრამ ეს ბრძოლა იქნება განგძრობადი და ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა, ვისი ხმაც მოიპარეს, გამოვიდეს გარეთ და დაიცვას საკუთარი ხმა. ჩენ, ბარიერგადალახული პარტიები ვიბრძვით ამისთვის. მილიონი ადმაიანია, რომელიმაც ხმა მისცა და რომლის ხმაც, უბრალოდ, აორთქლდა და „ოცნების“ პრორუსულ ყუთში აღმოჩნდა. ფორმები გზა და გზა გამოჩნდება, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს სამეცადინოს წინასწარ არ მივცემთ, - ამბობს ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ 19:00 საათზე, პარლამეტის წინ საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.
აქცია, რომელზედაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ, ოპოზიციის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ დაანონსეს.
გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად ათი ათასობით მოქალაქე დღეს აქციაზე გამოდის. არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა - ეს ხალხის მთავარი მოთხოვნაა. მოქალაქეები სწორედ აქციაზე გაიგებენ ოპოზიციის გრძელვადიან გეგმას, რომელიც ახალი არჩევნების ჩასანიშნად კოორდინირებულ ბრძოლას გულისხმობს.
აქციამდე, 17:00 საათზე საპროტესტო მარში გაიმართება, რომელიც სადგურის მოედანზე დაიწყება და შეკრებილი პოლიტიკოსები და საზოგადოება, მსვლელობით პარალემნტის წინ აქციას შეუერთდებიან.